ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქმნიან ლეგენდას, რომ ქვეყანას ყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი” – თადუმაძე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა და საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დავის მთავარი საკითხი მისი დიპლომია განაცხადა, რომ წელიწად-ნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი, ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

როგორც თადუმაძემ აღნიშნა, გარდა ეჭვებისა, არაფერი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც ვერ დაასაბუთებს, რომ მას იურიდიული განათლება არ მაქვს.

„1998 წელს არ დასრულებულა ჩემი იურიდიული განათლება და მერე ამ სფეროში საქმიანობა. მესმის ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია, ამას კიდევ დავუბრუნდები ამ გასაუბრების ფარგლებში. 18 წლის მანძილზე, როდესაც ვმუშაობდი იურისტად, არასდროს ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. ჩემი დიპლომი ავტობიოგრაფია და ჩემი ინტერესები დაფიქსირებული მქონდა ყველგან, არასოდეს ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა“, – განაცხადა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

ამ თემასთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა კი მეორე სერიაა.

კახიძის ამ კომენტარს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და განაცხდა, რომ კახიძე ლუზერია.

იტვირთბა....