მთავარი ციტატა

“ერთადერთი საქმე, რომელიც წულუკიანმა მოიგო რუსთვი 2-ია” – კახიძე

“ყველა საქმე, რომელიც ინტერპოლში ვაწარმოეთ ეს იყო კეზერაშვილის, ადეიშვილის, სააკაშვილის, ახალაიას ყველა საქმე წააგო, ერთადერთი, რომელიც მოიგო „რუსთავი 2“ საქმე იყო და ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული შეცდომები გამოიყენა”

ოთო კახიძე – “ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი

მან ეს განცხადება ტვ პირველთან საუბარში გააკეთა

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

ამ თემასთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა კი მეორე სერიაა.

კახიძის ამ კომენტარს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და განაცხდა, რომ კახიძე ლუზერია.

იტვირთბა....