საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “ქართული ოცნების” დეპუტატის მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ასეთი დანაშაული არის მომხდარი, სახელმწიფოს მხრიდან კანონი იქნება სრულად აღსრულებული.
“მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში იქნება სამაგალითო რეაგირება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მკაცრად და ობიექტურად თავის მხარეს არსებულ კითხვებს აფასებს. ეს შემთხვევა გუშინ გახდა ცნობილი, ჯერ სტატუსზე და რაიმე ტიპის მოქმედებების არჩატარებაზე არ მიმაჩნია სამართლიანად, ამას სჭირდება გონივრული დრო, რამდენიმე დღე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველა მოქმედებები ჩატარდეს და გაირკვეს, რა მოხდა რეალობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ისნის მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს.
სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.