aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა საზოგადოება

„თავისუფლების ქარხანა“ – თავისუფლების ახალი ეკოსისტემა თბილისში

aviabiletebi
ავიაბილეთები

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება, თავისუფალი აზროვნება და შემოქმედება – ეს არის პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ, ღვინის ქარხანა #1 გაიმართა.
იდეის ავტორი სანდრო კაკულიაა. მასშტაბურ პროექტს “თავისუფლების ქარხანა” ეწოდა და მის ირგვლივ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნა სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის, თუ უბრალოდ – სოციალიზაციის მსურველთათვის – განაცხადა მედიასთან სანდრო კაკულიამ.
მისი თქმით, “თავისუფლების ქარხანა” იქნება როგორც ვირტუალური, ისე ფიზიკური სივრცე საინტერესო პროექტებისთვის, სადაც, ადამიანებს ექნებათ საშუალება მოვიდნენ საკუთარი პროექტებითა და იდეებით.

“თავისუფლების ქარხნის” იდეას მნიშვნელოვნად მიიჩნევს მწერალი დათო ტურაშვილიც:

“ამ ქარხნის და ამ ადამიანების მიზანი, არის რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აქ შემოვა გახდეს უფრო მეტად თავისუფალი. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს იდეა და ძვირფასია მისთვის თავისუფლება, ღიაა ეს სივრცე, მოიტანონ ეს იდეები და ყველამ ერთად განვახორციელოთ და გავხდეთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც უკარნახებს ყველა ხელისუფლებას, როგორი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო,”- აღნიშნა ტურაშვილმა.

 

იტვირთბა....