წყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მას შემდეგ, რაც შვილის დაღუპვის შესახებ შეიტყო, მოზარდის დედა თურქეთიდან ჩამოვიდა და მის კვალს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობდნენ.
ოჯახის ახლობლების თქმით, მოგვიანებით ქალის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს. სავარაუდოდ ის სიმაღლიდან გადმოხტა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.