„მინდა შევეხო მატჩის შემდეგ გაშვებულ მუსიკას. ეს რუსული სიმღერა იყო, ქართველი მომღერლის მიერ შესრულებული, თუმცა რუსული სიმღერა. კიდევ ერთხელ გვინდა ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს: რუსეთი საქართველო არ არის და არც საქართველოა რუსეთი. ჩვენ განსხვავებული ენა გვაქვს, განსხვავებული კულტურა, ყველაფერი განსხვავებული. ამიტომ, კარგი იქნება თუ მსოფლიო რაგბი მსგავს საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს“
მილტონ ჰეიგი, რაგბის ნაკრების მწრთვნელი
პრესკონფერენციიდან
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა ურუგვაისთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის ორგანიზატორებმა რუსული სიმღერა ჩართეს.