ვარკეთილში 23 სექტემბერს მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირია დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთი, სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლით.
უწყების ცნობით, საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.