საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა.
ხვალ, 26 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9737 ლარი იქნება, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით კი, 1 აშშ დოლარი 2.9694 ლარი ღირდა.
0.0050 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.2684 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2634 ლარი იყო.