დღეს თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე 1971 წელს დაბადებული ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. საქმესთან დაკავშირებით, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობის ფაქტის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის, რომლებიც გაშორებულები იყვნენ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არაა.
“ერთი ტყვია ცოლს აქვს მოხვედრილი. როგორც ამბობენ, მერე თვითონ დაიხალა. სასწრაფომ წაიყვანა, თუმცა არავინ იცის გადარჩება თუ არა. ვიცი რომ გაცილებულები იყვნენ და ურთიერთობა არ ჰქონდათ.”- აცხადებს ადგილობრივი.
ადგილზე ახლაც მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. .