ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩა N6-ში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

კორპუსის რეაბილიტირებული ეზო ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს. გამგებელი დეპუტატთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შესრულებული სამუშაოების, ასევე, სანზონაში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა.

„გამგეობის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამ კონკრეტული მისამართის მსგავსად, წლის ბოლომდე კაპიტალურად კიდევ ბევრი ეზო და ქუჩა შეკეთდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ვარდისუბნის ქუჩა N6-ში გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 175 000 ლარი დახარჯა.

იტვირთბა....