“ყველა პენიტენციური სისტემა სასწორივით უნდა იყოს. არ შეიძლება, პატიმრის უფლებები თანამშრომელთა ძალაუფლების ზრდის და დაუსჯელობის ხარჯზე ირღვეოდეს და თანამშრომელს საკუთარი თავი ძლიერი იმიტომ ეგონოს, რომ პატიმარი დაჩაგრა. აღარაფერს ვამბობ ცემასა და წამებაზე. ასევე, არ შეიძლება, სისტემა მხოლოდ პატიმარზე ზრუნავდეს და ავიწყდებოდეს საკუთარი თანამშრომელი, რომელსაც უმძიმეს პირობებში უწევს მუშაობა. შესაბამისად, საჭიროა, დაბალანსებული ზრუნვა, როგორც პატიმარზე, ისე თანამშრომელზე, რომელსაც არ დაგვავიწყდეს, პატიმარი არ ჰქვია, თორემ ის რეალურად, პატიმართან ერთად იხდის სასჯელს. არაერთ დაწესებულებაში ჩვენ გვყავს თანამშრომლები, ჩვენი თაობის ადამიანები, უფროსები, რომლებიც, რომ დავიბადეთ, მაშინაც ციხეში მუშაობდნენ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, მთელ ცხოვრებას პატიმრებთან ერთად ატარებენ და ზოგიერთი „უვადო პატიმარია“.
თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი