“ბატონო მამუკა, მე არსად წავსულვარ, მედია – ჩართვა მქონდა, აქ ვაპირებ ყოფნას. პოლიტიკურად ერთდროულად მსხვერპლიც და მოძალადეც ვერ იქნებით. მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო. გიმეორებთ, თქვენგან განსხვავებით, ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა განადგურება. მორალურ დისკომფორტს გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე და “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ.