პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე და “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება გამოიწვია შოთა ხაბარელის გამოსვლამ, რომელმაც ქართველი სპორტმენების წარმატებაზე ისაუბრა და ხელისუფების მიერ გატარებულ პოლიტიკას გაუსვა ხაზი.
გიგა ბოკერიამ კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სპორტსმენების მიღწევა თავად მათი დამსახურებაა და არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დამსახურება არ არის.
ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა: „თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ“, რაზეც თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკერიას მიმართა: „ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“.