"ადრე გეძველბიჭა" - მდინარაძე ბოკერიას მიმართავს (ვიდეო) - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ადრე გეძველბიჭა” – მდინარაძე ბოკერიას მიმართავს (ვიდეო)

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს „ტუტუცი“, ნაგავი“ მას შემდეგ უწოდა, რაც ბოკერიამ მას ასე მიმართა: “ნუ უზრდელობ. თითის ქნევასაც მიიღებ და მშობლების ცუდად მოხსენიებასაც”.

“აყვა ბიჭი და დამიწყო აქ ძველბიჭობა. ადრე გეძველბიჭა,”- მიმართა მამუკა მდინარაძემ ბოკერიას.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერიამ დეპუტატ შოთა ხაბარელის მიერ მისთვის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბოკერიას ჰკითხა, არის თუ არა სპორტის სფეროში არსებული მიღწევები მთავრობის დამსახურება. როგორც ბოკერიამ კითხვის პასუხად განაცხადა, ეს მთავრობის დამსახურება არ არის. მისივე თქმით, ეს თავად სპორტსმენების დამსახურებაა, რაზეც მამუკა მდიმარაძემ მას მიუთითა, რომ კითხვაზე მოკლედ ეპასუხა: კი ან არა.

ინციდენტის შემდეგ ორივე დეპუტატმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

უზრდელი ტუტუცი ხარ – დაპირისპირება ბოკერია-მდინარაძეს შორის

 

ამავე თემაზე
იტვირთბა....