ახალი ამბები მთავარი სამართალი

ელენე ხოშტარია „მატროსოვის“ ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „მატროსოვის“ ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს.

როგორც დეპუტატი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს კომუნიკაცია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ადამიანებთან.

„მე რეგულარულად დავდივარ ყველა პატიმართან, რომელიც დაკავებულია „გავრილოვის ღამის“ მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი არიან მოქალაქეები, საერთოდ არ არიან პარტიულები. მთლიანად ეს არის საქმე, რომელიც მეტყველებს ჩვენს ქვეყანაში უკანონობაზე და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მქონდეს ურთიერთობა ამ პატიმრებთან. ეს ის თემაა, რომლის წინააღმდეგაც აუცილებლად ვაპირებ ბრძოლას. ეს არის მთავარი მოტივაცია და ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სხვა პარტიას წარმოადგენს, განსხვავებული პოლიტიკური და პარტიული პოზიციები გვაქვს, საჭიროდ ვთვლი, რომ როგორც პატიმარი ამ აბსურდული ბრალდებით, მოვინახულო და მოვიკითხო. რადგან „მატროსოვზე“ მხოლოდ ირაკლი ორუაშვილია, დღეს აქ შევდივარ, ცოტა ხნის წინ ვიყავი გლდანში და ყველა დანარჩენი მოვინახულე“, – განაცხადა ხოშტარიამ.

იტვირთბა....