ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება

იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც სუროგაცით დაბადებული ახალშობილების მშობლები მართავენ კანონიერი მოთხოვნით, რომ დროულად გაიცეს მათი ბავშვებისთვის დაბადების მოწმობები.

გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლის მიერ დაბადების მოწმობების გაცემის პროცესი გაურკვეველი მიზეზითა და ვადით შეფერხდა, რამაც ახალშობილთა მშობლების მორალური და ფინანსური დაზარალება გამოიწვია.

სახეზეა შერჩევითი პრინციპით მოწმობების გაცემა და დისკრიმინაციული მიდგომა, ვინაიდან მხოლოდ გარკვეული ინვიტრო კლინიკებისა და სააგენტოების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა ბავშვებისთვის დაბადების მოწმობების გაცემა, რაც უცხოელი მშობლების სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

ზემოთ ხსენებული პროცესი უარყოფითად აისახება ბავშვების მათ ქვეყნებში რეგისტრაციის პროცესზე, ვინაიდან ეს ახალშობილებს ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე ტოვებს; სახეზეა, მშობლებისა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა, რადგან საქართველოში გაურკვეველი ვადით მათი დაყოვნება ასევე აზარალებს მშობლების ფინანსურ და სამსახურეობრივ მდგომარეობას მათ ქვეყნებში, როგორიცაა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალიია, შვედეთი და ა.შ.

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მშობლები დახმარებისთვის მიმართავენ მედიასა და საზოგადოებას მათი და ახალშობილთა კანონიერი უფლებების დასაცავად.

 

 

იტვირთბა....