„ევროპული საქართველოს განცხადების ფარული ქვეტექსტი არის ის, რომ ისინი მზად არიან „ნაცმოძრაობასთან“ ბლოკი გააკეთონ. მათ ერთხელ უკვე დაკარგეს შესაძლებლობა მესამე ძალის ცენტრი გამხდარიყვნენ, როდესაც მხარი დაუჭირეს ვაშაძეს. ამით პოლიტიკური კაპიტალი ერთბაშად წყალს გაატანეს. ეს განცხადება მიმართულია არა ივანიშვილის ჩამოსაშორებლად, არამედ იმისთვის, რომ წინასწარ შეამზადონ ნიადაგი, რომ ბლოკი „ნაცმოძრაობასთან“ არ იყოს მიუღებელი.”
ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი
შეგახსენებთ, პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, განაცხადონ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლებასა და პროპუტინულ პარტიებს არ შეუქმნან მთავრობა.