“სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ამ ჭორაობაში ავყვე”, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმაი, მაია ცქიტიშვილი მუკა ხაზარაძის მიერ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.
„პირველ რიგში, ჩემი კომენტარი იქნებოდა, არანაირი სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ამ ჭორაობაში გამოვყვე. უკვე გიპასუხეთ, რომ ეს არის ჭორაობა, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ მოგვისმენია მამუკა ხაზარაძისგან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ შოკირებული გამოვიდა, რადგან “ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო, პრაქტიკულად, რომელიც საქმეს არჩევდა”.