მთავარი ციტატა

“გერმანიაში დამირეკა ივანიშვილმა, მითხრა, სარჩელი გამომეტანა, ანუ სასამართლო დავა არ უნდა შემდგარიყო”

“საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი მქონდა სარჩელი და ვიწყებდით სამართლებრივ დავას. გერმანიაში ვიყავი და დამირეკა ბიძინა ივანიშვილმა. მან მითხრა, რომ ორშაბათს ეს დავა არ უნდა გამართულიყო სასამართლოში. ანუ მთხოვა სარჩელის გამოტანა. ჩვენ შევხვდით მოგვიანებით თბილისში, სოლოლაკში. შეხვედრას, არვიცი რატომ, მაგრამ ესწრებოდა ბიზნესმენი ფიფია და მაშინდელი გენერალური პროკურორი შოთაძე. თუ მეუბნები გამოიტანე სარჩელი, პროკურორს რაღას მახვედრებ. ალბათ, როგორც მივხვდი ყველაფერი იმის ბრალი იყო რომ არ გადავიხადე. ჩხარტიშვილისთვის უნდა გადამეხადა ფული, რატომ?”

მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმენი

TV პირველი

იტვირთბა....