ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ინაშვილი პროკურატურისგან კრამერისა და ნინო ევგენიძის გამოკითხვას მოითხოვს

ირმა ინაშვილი მეთიუ ბრაიზას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა იცრუა, თითქოს ირმა ინაშვილმა ნინო ევგენიძე დააზიანა. “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას და მთავარი პროკურატურისაგან დევიდ კრამერისა და ლიკა ევგენიძის გამოკითხვას მოითხოვს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა 15 სექტემბერს, ამერიკის საელჩოსთან გასამართი აქცია კიდევ ერთხელ დაანონსა და საზოგადოებას აქტიურობისაკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა. 

იტვირთბა....