“საოცარია, როგორ იქცეოდნენ, ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა. ამის გამო, ბოდიში თავად უნდა მოიხადოს”
ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა “მთავარ არხთან” ინტერვიუს დროს;
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.