aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აღარავის უნდა ეს არსებული პოლიტიკური ელიტა, მაზოლები აქვს ხალხს თვალებზე – ხუხაშვილი ხაზარაძის მოძრაობაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს საზოგადოებაში მოთხოვნილებაა ახალ პოლიტიკურ ცენტრებზე. ამომრჩევლის თვალში არსებული პოლიტიკური ელიტა კომპრომიტირებულია, – ამის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნების კომენტირებისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ხალხს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ხილვის მოთხოვნილება აქვს.

“შესაბამისად, ხაზარაძე თავისი განაცხადით ამ მოთხოვნას პასუხობს. სხვა საკითხია თუ რამდენად რეალიზებადია ეს მოთხოვნა. აღარავის უნდა ეს არსებული პოლიტიკური ელიტა, მაზოლები აქვს ხალხს თვალებზე და უნდათ სუფთა ფურცლიდან ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ხილვა”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თი ბი სი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” დააარსა.

იტვირთბა....