aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამირან გამყრელიძე – გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 15 ოქტომბრისთვის შემოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

წელს მთელს მსოფლიოში გვიან გაიცა რეკომენდაცია, თუ რომელი შტამის ვაქცინები უნდა დამზადებულიყო, რის გამოც გარკვეული ვადით გადაიწია ვაქცინების დამზადებისა და შესაბამისად, მოწოდების თარიღმა. ამიტომ ჩვენთან ვაქცინა შემოვა 15 ოქტომბრისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პირველ არხთან” განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის.

„წელს მთელს მსოფლიოში გვიან გაიცა რეკომენდაცია, თუ რომელი შტამის ვაქცინები უნდა დამზადებულიყო, რის გამოც გარკვეული ვადით გადაიწია ვაქცინების დამზადებისა და შესაბამისად, მოწოდების თარიღმა. ამიტომ ჩვენთან ვაქცინა შემოვა 15 ოქტომბრისთვის, განსაზღვრულია რისკ ჯგუფები, ვისზეც უნდა გაიცეს აღნიშნული ვაქცინა. ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან გროვდება სიები ადამიანებისა, ვინც წელს უნდა აიცრან გრიპზე გეგმურად. წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის. პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. გრიპის სეზონი ევროპაში და ჩვენთანაც იწყება მეორმოცე კვირიდან, დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....