ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

20-მდე სკოლაში, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა, შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, 20-მდე სკოლაში, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს.

უწყების ცნობით, სკოლების ძირითად ნაწილში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყება.

„16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა ორი კვირით გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“.- აცხადებენ სამინისტროში.

იტვირთბა....