„ზელიმხანს პირადად არ ვიცნობდი. ის ქართული სპეცსამსახურისთვის მუშაობდა და მე მას არ ვიცნობდი. ხანგოშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ლაფანყურის ოპერაციაში, ამიტომ არ გამოვრიცხავ შურისძიების მოტივსაც ჩეჩნების მხრიდან. ის საქართველოში სპესამსახურებმა მოლაპარაკებისთვის ჩამოიყვანეს, რომ დრო გაეწელა, მან ჩეჩნებს უღალატა, 2015 წელს .
ხანგოშვილის მკვლელობა ან ლაფანყურის ოპერაციას და ჩეჩნების მხრიდან შესაძლო შურისძიებას, ან კადიროვის სპეცსამსახურს უკავშირდება. მართალია ვერსიები ერთმანეთს გამორიცხავს, თუმცა ორივე საგულისხმოა”.
მამუკა არეშიძე, ანალიტიკოსი
პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავში ცეცხსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. ინფორმაციას “radioway” ავრცელებს.