ახალი ამბები მედია მთავარი

ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა და იმედია, საღამოს 9 საათზე იდეალურად იქნება – მელაძე

ყველა ახლა ვართ თავისუფლების ტერიტორიაზე და ვემზადებით მაუწყებლობის დასაწყებად. შიდა ეთერი უკვე ჩართული გვაქვს და შიდა მომხმარებლისთვის საინფორმაციო გამოშვებები უკვე გადის, – ამის შესახებ მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

მელაძის განცხადებით, მთავარი არხი იქნება მაუწყებლობა სრული დატვირთვით.

“ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა და იმედია, საღამოს 9 საათზე იდეალურად იქნება. მთავარი რაც იქნება, აქ იქნება ცენზურისაგან თავისუფალი ახალი ამბები. აქ მომუშავე გუნდმა ძალიან კარგად იცის თუ როგორ აკეთოს ახალი ამბები. ეს იქნება არა მხოლოდ საინფორმაციო არხი, იქნება მაუწყებლობა სრული დატვირთვით”, – აცხადებს მელაძე.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს 9 საათზე მაუწყებლობას იწყებს ნიკა გვარამიას მიერ დაარსებული ტელეკომპანია “მთავარი არხი”.

იტვირთბა....