“ბიძინა ივანიშვილი გახარიას პოპულარობით ცდილობს საკუთარი თავის გაძლიერებას, მაგრამ ჩემი აზრით, შემდეგი 13 თვე ძალიან რთული იქნება და დიდი გამოწვევები იქნება. ვფიქრობ, მომავალი 13 თვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდი იქნება სამოქალაქო ომის შემდეგ, რადგან გახარია, ღარიბაშვილი და გომელაური ეცდებიან „რემბო“ ითამაშონ და ამას ჩემი აზრით, ძალიან ნეგატიური შემობრუნება ექნება. ვფიქრობ, არ იქნება დიდი ცვლილებები. “ქართული ოცნება” ეცდება პოზიციების შენარჩუნებას, 2020-ის არჩევნებისთვის მოემზადებიან. გახარია არ გადადგა 20 ივნისის მერე, ივანიშვილის ხელში ის ერთადერთი ყინული იყო, ასე რომ, ივანიშვილს მისი “დადნობა” არ სურდა. თუმცა ქვეყნისთვის, ეკონომიკითვის და ა.შ. არაფერი შეიცვლება, ივანიშვილი ყველაფერს აკონტროლებს”.
ფადი ასლი, ბიზნესმენი