ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს” – ჯაფარიძე ღარიბაშვილს

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ერთერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან “გირჩის” საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

“ცოტა ხნის წინ, პარლამენტში თქვი,  ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი, ამიტომ, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს.მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან”. – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება კი ასეთი იყო: “მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის[ბიბლიური თავისუფლება] თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

იტვირთბა....