ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კიდევ უფრო ბევრს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საამაყო თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი” – ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და ქვეყნის ჯარი, საამაყო თავდაცვის ძალები გახდება კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

„მინდა, სიტყვა დავიწყო ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიასთვის მადლიერებისა და მადლობის გამოხატვით. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც გასწია თითქმის სამი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში. მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებას. რაც მოვისმინე, ძალიან ბევრი გააკეთა ამ სამინისტროში” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც ცნობილია აქციები კვლავ გაგრძელდება.

პირველ სასესიო დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა გუშინ გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორია უხელმძღვანელებს.

იტვირთბა....