„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რაც გულისხმობს საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას. ამ ეტაპისათვის საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები გამიჯნულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. ასევე, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები გამიჯნულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გამიჯვნა მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით”.
ვახტანგ გომელაური
აღნიშნული განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა