“მოკლედ, ქართველ ერს არ აქვს მხოლოდ 90-იანი წლების და 2008 ომების ტრავმები. მარტო ე.წ. გაბუნიას შიშები არ გვეხსნება რუსეთზე. ჩვენში ბევრად ღრმად, ბევრად გრილად, მაგრამ ბევრად ხანგრძლივად და ქვეცნობიერის მმართველად ზის 1921ის ტრავმა. 1921ის, როცა დასავლეთის დუმილის ფონზე (ან უფრო ხელშეწყობით), რუსეთმა წაგვართვა პირველი რესპუბლიკა – მართლა გამორჩეულად ევროპული და არარუსული, დაგვახია თავზე პირველი კონსტიტუცია და ქვეყნიდან გააქცია ერის განათლებული და წარმატებული ნაწილი.
აი, ეს ტრავმაც გვაქვს ჩვენ და ის ბევრად მძიმეა, რადგან ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, სახელმწიფოებრიობაც ვიმსხვერპლეთ.
1921ის რუსული ტრავმა გახსნილია დ სისხლი სდის.
მოვისმინოთ დუმილი. გვირჩევნია ხმაური”
ნიკა გვარამია – “რუსთავი 2” -ის ყოფილი გენერალური დირექტორი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც ცნობილია აქციები კვლავ გაგრძელდება.
გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა გუშინ გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.
მოკლედ, ქართველ ერს არ აქვს მხოლოდ 90-იანი წლების და 2008 ომების ტრავმები. მარტო ე.წ. გაბუნიას შიშები არ გვეხსნება…
Gepostet von Nika Gvaramia am Dienstag, 3. September 2019