სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კობახიძე პასუხობს.
მისი თქმით, პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამთავრობო ცვლილებებზე, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.
„გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ და პრემიერის პოსტზე გახარიას წარდგენაზე. აქედან გამომდინარე მყისიერად დაიწყება პროცედურები პარლამენტში და ახალ მთავრობას მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ბრძოლას, ბუნებრივია ოპოზიცია ასეთ განცხადებებს გააკეთებს, ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია”,- აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. ამ წუთებში “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.