ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტმა ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს  პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

შესაბამისი დადგენილება პლენარულ სხდომაზე 96- ხმით მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

იტვირთბა....