მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ეხამაურება და მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი ქართულმა მედიამ მისი მოსაზრებები აიტაცოს.
“რა მოლოდინები გაჩნდა ოკუპანტ ქვეყანაში, არ ვიცი. ოკუპანტი ქვეყანა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა თავისი სტრატეგიით მოქმედებს. რუსეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია გავრილოვი და ის თავის შეხედულებებს აჟღერებს და აბსოლუტურად არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა მედიამ მისი შეხედულებები აიტაცოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.
„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, – აღნიშნა გავრილოვმა.