„ივანიშვილმა, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას, დღეს დანიშნა პრემიერად გახარია. ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდების თვალების დათხრასთან. გახარია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სახლში გაეშვათ, დააწინაურეს. ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტის შიგნით პოლიტიკური ძალების მხრიდან. ერთ-ერთი გზა გამოვიყენეთ დღეს და ვაჩვენეთ, როგორც უმრავლესობას, ასევე საზოგადოებას, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ ძალიან დიდ უსამართლობას და ძალადობას ქართველ ხალხზე. დღეს პარლამენტში აღარ შევალთ და რაც შეეხება მომდევნო ნაბიჯებს, გვექნება თათბირი და გადავწყვეტთ“
სერგი კაპამაძე – ევროპული საქართველო
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. ამ წუთებში “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.