ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოკუპაციაზე ლაპარაკს არ მივიღებ მათგან, ვინც ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა” – ძიძიგური

ოპოზიციის მისამართით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსულ ოკუპაციაზე ლაპარაკს არ მიიღებს მათგან ვინც საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა და შევარდნაძეს ტაშს უკრავდა.

“ჩემს თავს ზემოდ ახალგაზდა კაცი იდგა და მე გავრილოვს მეძახდა. ბოდიში მომითხოვია – 1993 წელს, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, შევარდნაძემ ქვეყანაში ბალტინის ფლოტი შემოიყვანა, თავისი სპეცდანაყოფით. ამ ფლოტის სპეცდანაყოფმა დაბომბა სენაკი. რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით მშივდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხელისუფლება სწორედ რუსული, ბალტინის სპეცდანიშნულების რაზმებით შეინარჩუნეს. არ მივიღებ “გავრილოვის სიების“ შემოთავაზებას და ოკუპაციაზე ლაპარაკს იმ ადამიანებისგან, ვინც ამაში მონაწილეობდა და შევარდნაძეს ამისთვის ტაშს უკრავდა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგირმა 1994 წელს ხელმოწერილი დაგომისის და სოჭის ხელშეკრულებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ შევარდნაძეს ამ ხელშეკრულებების გამოც უკრავდნენ ტაშს.

“ამიტომ მათგან ოკუპაციაზე ლაპარაკს არ მივიღებ! 2008 წელს ხელისუფლებამ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპანტ რუსეთს ჩააბარა – არ მივიღებ მათგან არავითარ შენიშვნას და ოკუპაციაზე ლაპარაკს! ოკუპაციაზე ლაპარაკს არც მათგან მივიღებ, ვინც ათასი მაქინაციებით თავს იძვრენს, რათა ჯარში არ წავიდეს, ხოლო შემდეგ საოკუპაციო ხაზთან შიშველი უკანალებით ებრძვიან ოკუპაციას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. ამ წუთებში “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

იტვირთბა....