aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს კულტურული წასვლისთვისაც” – ივანიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით, მადლობით გავუშვით

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პრემიერის თანამდებობიდან წასვლა მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო მმართველ პარტიაში, არამედ საქართველოში.

„როგორც უკვე მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან. კვირას ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც უკვე შევათანხმეთ ეს საკითხი, მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა და დღეს მეც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან საკუთარი სურვილით მამუკა ბახტაძე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდათან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენზე პროცესები ჩართო და დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავისი სიტყვა თქვა, გზა დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ისე პრემიერ-მინისტრის რანგში და ასე კულტურული წასვლისთვისაც თანამდებობიდან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორია უხელმძღვანელებს.

იტვირთბა....