“ლიდერები არ ხდებიან და არ ინიშნებიან .ლიდერები არსებობენ ბუნებრივად. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იყო ბუნებრივი ლიდერი და არავის გაჰკვირვებია, რომ იყო პრემიერმინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პირველივე წუთიდან, ბატონ ბიძინასთან ერთად, იბრძოდა ამ პოლიტიკური პროცესში და უშუალოდ მისი საქმიანობის დროს, მართლაც გამორჩეული იყო და გაიხსენეთ მთელი რიგი მოვლენები 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სადაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკვეთა, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ძლიერი მმართველი პიროვნება, ეს ბუნებრივად მოხდა და არა ხელოვნურად, შესაბამისად, ბატონი ბიძინას წასვლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობა იყო ბუნებრივი, რადგან იმ მომენტისთვის ის იყო პოლიტიკური ლიდერი”.
ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე