თერჯოლაში, სოფელ ბარდუბანში ოჯახს, ყაჩაღობის მიზნით, თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა და მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყაჩაღობაში მონაწილე პირები ჯერჯერობით დაკავებული არ არიან.