aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამთავრობო ცვლილებების საკითხზე მსჯელობისთვის მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება

aviabiletebi
ავიაბილეთები

1-ელ სექტემბერს – პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე, მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები სწორედ 1-ელი სექტემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ელიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. შესაბამისად, სავარაუდოდ, ამ დღეს გაირკვევა, სექტემბერში მოქმედი პრემიერ-მინისტრი მივა პარლამენტში საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით თუ პარლამენტის დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

უმრავლესობის სხდომაზე შეთანხმდება პარლამენტის საშემოდგომო სხდომაზე გასატანი საკითხებიც.

იტვირთბა....