ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-ი – ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.

უწყების განცხადებით, აღნიშნული  წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი, საქმის კურშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე“, – აღნიშნავენ სუს-ში.  

იტვირთბა....