ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შევრცხვი, ჩართვის დროს რაღაცაზე დამეჭირა თითი, ინგლისურად ეწერა და ვერც მივხვდი” – დეპუტატი

ნინოწმინდის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ვრეჟ მურადიანმა ადგილობრივ გამოცემა სამხრეთის კარიბჭესთან საუბარში განაცხადა, რომ  ფეისბუქლაივში  გასვლის დროს “თითი რაღაცაზე დაეჭირა”.

“სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა. ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი, რა მოხდა, ჩემს შვილს დავურეკე. საერთოდაც მეგონა სხვა ვინმე რამეს მიკეთებდა და მითხრა, ეტყობა ხელი მოგიხვდაო. შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა”, — ამბობს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 აგვისტოს გამოცემა ნეტგაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკრებულოს დეპუტატი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩვენების მიზნით ლაივში გავიდა. თუმცა, ვიდეოში მას ფეისბუქეფექტები ჩაერთო. ამის გამო ყურადღება დეპუტატმა მიიქცია. მათი ცნობით, ვიდეო მან 26 აგვისტოს გაუშვა. ამ დროისთვის, ფეისბუქლაივი არ იძებნება.

 

იტვირთბა....