ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ჩემი ქმარი ჩემთვის უბედური შემთხვევის მოწყობას გეგმავს, რათა ცოლად ძიძა მოიყვანოს” – რას წერდა პრინცესა დაიანა სიკვდილამდე

“ჩემი ქმარი ჩემთვის უბედური შემთხვევის მოწყობას გეგმავს” – ამ სიტყვებს პრინცესა დაიანა წერდა სიკვდილამდე დაწერილ წერილში, რომელიც ახლახან გასაჯაროვდა.

დაიანა წერდა, რომ ეს მისი ცხოვრების ძალიან საშიში ეტაპი იყო.

“ჩემი ქმარი გეგმავს უბედური შემთხვევა მომიწყოს. ისე გააკეთებს, რომ მუხრუჭები მოიშალოს და მე სერიოზული დაზიანებები მივიღო. მაშინ ის მშვიდად შეძლებს, იქორწინოს ტიგიზე (პრინც ჰარისა და უილიამის ძიძა). ამისთვის ჩარლზი ყველას გამოგვიყენებს. კამილაც უბრალოდ მახეშია, ეს კაცი ორივეს გვიყენებს, ამ სიტყვის ყველა გაგებით”- წერდა პრინცესა დაიანა.

შეგახსენებთ, ის 1997 წლის 31 აგვისტოს, ავტოავარიის დროს, თავის საყვარელთან, დოდი ალ-ფაიედთან ერთად გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....