ახალი ამბები მედია მთავარი სოციალური ქსელი

აღარც მორალია, აღარც კოლეგიალობა და მხოლოდ ერთი სიმართლეა? – თამარ ურუშაძე

ტელეკომპანია “იბერიის” ყოფილი ჟურნალისტი ტელეკომპანიის შენობის “მთავარი არხისთვის” დათმობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“თითქმის ერთი წელი გადის, რაც იბერიის, ჩუბინაშვილის 41-ნომერის კარი დაგვიხურეს. მოგვიჯახუნეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ბოდიშის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოგვიხურეს ისე, რომ ამ დღის მერე, ათობით ჟურნალისტს დირექტორი რკინის გისოსებიანი ღობის მეორე მხრიდან გველაპარაკებოდა და შენობაშიც არ გვიშვებდნენ. არხი დახურეს.

ტელევიზია გააჩერეს. ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, პროდიუსერები, ტექნიკური თუ შემოქმედებითი ჯგუფფის წევრები პირდაპირი გაგებით ქუჩაში გამოყარეს. მას შემდეგ გუნდის უდიდესი ნაწილი ისევ სამსახურს ეძებს. იყო სასამრთლოები, მოგებული გადაწყვეტილების გასაჩივრებები შემდგომ ინსტანციაში. წარმატებები ყველა კოლეგას, მაგრამ იყო და არა იყო რა? ნატო ჩხეიძე (Nato Chkheidze)იქნებ გაგვცეთ პასუხი, იმ ასობით ადამიანს, ვისაც ასე მოექეცით. აღარაფერს აღარ აქვს ფასი ?! აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა ? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?”, – წერს ურუშაძე.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხი” დროებით მაუწყებლობას ტელეკომპანია “იბერიის” შენობიდან დაიწყებს.

17 სექტემბერს “იბერიამ” მაუწყებლობა შეწყვიტა. „ომეგა-ჯგუფი,“ რომლის შემადგენლობაში ტელეკომპანია „იბერიაცაა“ ტელეკომპანიის დახურვაში, ფინანსური პრობლემების შექმნის გზით, ხელისუფლებას ადანაშაულებს.

2018 წლის 26 ნოემბერს ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ის ჟურნალისტების უფლებებისთვის იბრძოლებდა.

“იბერიის” თანამშრომლებს და არა მარტო მათ, “ომეგას” თანამშრომლებს, ჯამში 1 500 კაცია, ვეტყვი, რომ ჩვენ ჩვენ უფლებებს დავიცავთ და ამაზე მე საკმაოდ ბევრს ვმუშაობ. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის საშუალება და სადაც იქნება შესაძლებლობა, იქ მე ყველაფერს ვიღონებ, რომ მათი სამუშაო ადგილებისთვის ვიბრძოლო”, – განაცხადა ოქუაშვილმა.

იტვირთბა....