ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე ავიტანოთ ერთად”

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას. საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ დავუმატეთ მას „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამისი გრძნობით, ამის შეგნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორე სამშობლო და მესამე ადამიანი.”

კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე

 

იტვირთბა....