მედია მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ამ სტატუსს არ დავწერდი, ირაკლი იმნაიშვილის დაბულინგების მცდელობა რომ არ მენახა”: გიორგი კალანდია

„ამ სტატუსს არ დავწერდი ზოგიერთის ავყია კომენტარი და ირაკლის (იმნაიშვილი, რომელიც ახლახან “რუსთავი 2”-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად დაინიშნა. რედ.) დაბულინგების მცდელობა არ მენახა. ის თავისი კარიერის ზენიტში იყო, როცა მიუკერძოებლობის გამო ყველაფერი დათმო, სამშობლოში ყველაზე უდიერად მოექცნენ, თუმცა არც დაცემულა და არც ჩამუხლულა, წავიდა და “ბიბისი-ში” დაიწყო მუშაობა! იქ, სადაც დღემდე ჟურნალისტურ სტანდარტებს ამკვიდრებენ, იქ, სადაც ყველაზე კარგად იციან მიუკერძოებლობის ფასი! “

 გიორგი კალანდია, ისტორიკოსი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რიგი ცვლილებები განხორციელდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ის ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

ტელეკომპანია დატოვა ჟურნალისტების უმეტესმა ნაწილმა. რეიტინგული შოუს “ვანოს შოუს” წამყვანი ვანო ჯავახიშვილიც, ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ “მთავარ არხზე” გადადის. “კომედი შოუს” მსახიობების ძირითადი ბირთვიც გვარამიას ახალ ტელევიზიას შეუერთდება, რომელიც მაუწყებლობის დაწყებას სექტემბრიდან გეგმავს.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად კი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა, რომელიც აცხადებს, რომ არხიდან წასული ჟურნალისტებიდან ბევრმა უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

იტვირთბა....