ახალი ამბები მედია

“16 წელი ვიმუშავე ამ არხზე, მადლობა ერთგულ მაყურებელს, სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს”

ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა “კომედი შოუს” ერთ-ერთმა წამყვანმა მსახიობმა ვასო ფხაკაძემაც. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა.

“16 წელი ვიმუშავე ამ არხზე ბევრი კარგი რამ მახსენდება. მადლობა ერთგულ მაყურებელს, მიყვარხართ.
სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს” – წერს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რიგი ცვლილებები განხორციელდა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ის ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

ტელეკომპანია დატოვა ჟურნალისტების უმეტესმა ნაწილმა. რეიტინგული შოუს “ვანოს შოუს” წამყვანი ვანო ჯავახიშვილიც, ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ “მთავარ არხზე” გადადის. “კომედი შოუს” მსახიობების ძირითადი ბირთვიც გვარამიას ახალ ტელევიზიას შეუერთდება, რომელიც მაუწყებლობის დაწყებას სექტემბრიდან გეგმავს.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად კი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა, რომელიც აცხადებს, რომ არხიდან წასული ჟურნალისტებიდან ბევრმა უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

იტვირთბა....