“ამ არჩევნების შედეგებით არაფერი შეიცვლება. რაიმე რომ შეიცვალოს, საქართველომ უნდა შესთავაზოს, აქ კიდევ სტაგნაციაა, არ სცალიათ აფხაზი ხალხისთვის. ამ არჩევნებში ხაჯიმბას, როგორც ჩანს, შანსები აქვს, თუმცა ძალიან საინტერესო სიტუაციაა არშბასთან, რომელმაც მაღალი ხმები აიღო. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, ეჭვი მეპარება, რომ მათ თავისი ინციატივით საქართველოსთან მიმართებაში ნაბიჯი გადმოდგან. ამ ე.წ. არჩევნებში ვინც უნდა გაიმარჯვოს, მას მოუწევს რუსეთთან თანამშრომლობა და ლოიალობის ცალსახად დამტკიცება”.
პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
“ინტერპრესნიუსი”.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა და ე.წ. შედეგებიდან გამომდინარე მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხაზ კვიციანი შეხვდებიან.
ქვეყანათა სია, რომლებმაც აფხაზეთში ე.წ. არჩევნები დაგმეს და რუსეთს საპროტესტო ტექსტით მიმართეს