ადგილობრივი სააგენტოს, “დიანიუსის” ინფორმაციით, გორში მცირეწლოვან ბავშვს მოკვლით ემუქრებოდნენ. როგორც წყარო იტყობინება, შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. 34 წლის მამაკაცი, ადგილობრივების ინფორმაციით, საკუთარ ცოლს სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, 5 წლის შვილს კი მოკვლით ემუქრებოდა.
,,კარგად არ ვიცნობდით ამ კაცს, იშვიათად გამოდიოდა კონტაქტზე, თუმცა როგორც გავიგეთ საკუთარ ცოლს გამუდმებით სცემდა, ბოლოს შვილსაც კი ემუქრებოდა მოკვლით. მანიაკი იყო, როგორ შეეძლო ასეთი რაღაცეების გაკეთება” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი კაცია დაკავებული. სამართალდამცველებმა ის ოთხშაბათს დააკავეს.