aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

9 წლის კესოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება

aviabiletebi
ავიაბილეთები

9 წლის კესოს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ერთი წლის წინ კესოს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. გოგონამ საზოგადოების დახმარებით, შეძლო და ფრაიბურგის უნივერსიტეტში რადიო და სხივური თერაპია ჩაიტარა.

სამწუხაროდ, ერთი წლის თავზე განმეორდა რეციდივი და კესოს კვლავ ესაჭიროება საზოგადოების მხარდაჭერა. აუცილებელია, სასწრაფოდ დადგინდეს მკურნალობის მეთოდი და ჩატარდეს რადიო თერაპია.

“მეგობრებო, პატარა კესოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა! ერთი წლის წინ კესო იმყოფებოდა ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა რადიო და სხივური თერაპია. ერთი წლის თავზე განმეორდა რეციდივი. ესაჭიროება მკურნალობის მეთოდის დადგენა და რადიოთერაპია. მოგეხსენებათ, ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გთხოვთ, დავეხმაროთ ამ პატარა ანგელოზს და დაგვიდგეთ გვერდში”, – ნათქვამია კესოს მხარდასაჭერად გავრცელებულ განცხადებაში.

მიმღების ბანკი : სს“ თიბისი ბანკი“
მიმღების სახელი: თამარ ჩახმახაშვილი
მიმღების ანგარიში:GE65TB7192745064300002;

იტვირთბა....